24 სექტემბერი 2024,   14:12
ვრცლად
გერმანიის მაღაზიებში, ბანანების შეკვრებში, 7 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინეს

​გერმანიაში, სუპერმარკეტების ერთ-ერთი ქსელის რამდენიმე ობიექტში, ბანანების ყუთებში, კოკაინი აღმოაჩინეს. როგორც Deutsche Welle იტყობინება, ნარკოტიკების ღირებულება 7 მილიონ ევროს აღწევს.

პოლიცია მაღაზიათა ქსელის დასახელებას არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ ნარკოტიკული საშუალება ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალის რამდენიმე ქალაქშია ნაპოვნი.

არსებული ინფორმაციით, კოკაინის შეკვრები პირველად 10 სექტემბერს, ქალაქ მენხენგლადბახის ორ სხვადასხვა მაღაზიაში აღმოაჩინეს. იმავე დღეს, დაფასოებული ნარკოტიკი იპოვეს დუისბურგის, კრეფელდის, ჰაინსბერგისა და ნოისის ფილიალებში.

როგორც მენხენგლადბახის პოლიციაში განმარტავენ, გამოძიების პირველადი ვარაუდით, საქონელი მაღაზიათა ქსელში შემთხვევით აღმოჩნდა. გამომძიებელთა ცნობით, ტვირთი გერმანიაში სამხრეთ ამერიკიდან შევიდა.

დღის ამბები