24 სექტემბერი 2024,   15:21
ვრცლად
პრეზიდენტმა ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე, ხაზარაძე-ჯაფარიძესა და გახარიას პოლიტიკური კულტურა არ ჰქონიათ - ნონსენსი და ალოგიკურია, ადამიანებზე თქვა, პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა აქვთო და ე.წ. აქტზე მოაწერინო ხელი - არჩილ გორდულაძე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ ადამიანებს პოლიტიკური კულტურა არ აქვთ, ვერასდროს შეძლებენ თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, ვინ რა დავალებას გასცემს.

მისი განმარტებით, პრეზიდენტი ალოგიკურად იქცევა, როდესაც ოპოზიციის წევრების პოლიტიკურ უკულტურობაზე საუბრობს და შემდეგ მათ ე.წ. აქტზე აწერინებს ხელს.

"ქალბატონი სალომე ამბობს, რომ პოლიტიკური კულტურა არ არსებობს და თურმე, აღმოაჩინა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძესა და გახარიას პოლიტიკური კულტურა არ ჰქონიათ. მანამდე არ იცოდა და ამ ბოლო დღეებში მივიდა ამ დასკვნამდე, თუ მანამდეც იცოდა და, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც დავალების შესრულება სცადა?! ნონსენსია და ალოგიკურია, ადამიანებზე თქვა, პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა აქვთო და მერე ხელი მოაწერინო ე.წ. აქტზე. მერე, ამით სცადო, რამენაირად ითანამშრომლონ. ადამიანებს თუ პოლიტიკური კულტურა არ აქვთ, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ვერასდროს ვერ ითანამშრომლებენ, მიუხედავად იმისა, ვინ რა დავალებას გასცემს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები