24 სექტემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"არ იქნება გამორიცხული, ამნისტიის პროექტს ვეტო დაადოს" - არჩილ გორდულაძე სალომე ზურაბიშვილზე

არ იქნება გამორიცხული, რომ ამნისტიის პროექტსაც ვეტო დაადოს, ეს კიდევ ერთი "ნოუ-ჰაუ" იქნება და ამით შევა ქალბატონი სალომე ისტორიაში, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

არჩილ გორდულაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებული ადამიანები არ აინტერესებს. 

"არ იქნება გამორიცხული, რომ ამნისტიის პროექტსაც ვეტო დაადოს, ეს კიდევ ერთი "ნოუ-ჰაუ" იქნება და ამით შევა ქალბატონი სალომე ისტორიაში - ადამიანი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით არის ცნობილი და ამ სახელს დატოვებს ისტორიაში. სალომე ზურაბიშვილმა გამონახა დრო და შეიწყალა ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია აქციების დროს დანაშაულში, მაგრამ ვერ გამონახა დრო, რომ თავისი ხელმოწერა დაეფიქსირებინა და ის მსჯავრდებულები, რომლებიც ახლა საპატიმროებში არიან და ამნისტიის შედეგად გათავისუფლდებიან, მათზე ხელმოწერის დრო ვერ ნახა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჯერა, რომ ის დეტალურად სწავლობს ამნისტიის პროექტს და პუნქტობრივად გადის უკვე მიღებულ კანონს. ამის წარმოდგენა, რა თქმა უნდა, არავის არ აქვს. უბრალოდ, ამ ადამიანს არ აინტერესებს ადამიანი, არ აინტერესებს მსჯავრდებული და მხოლოდ იმ გადაწყვეტილებით არის დაკავებული, რომელიც კოლექტიური ნაცმოძრაობის წისქვილზე წყალს დაასხამს," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები