24 სექტემბერი 2024,   16:34
ვრცლად
რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა, ბოლო რამდენიმე საათში, იაპონიის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვია - The Guardian

რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა "ილ-38"-მა, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში,  იაპონიის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვია. ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.

საპასუხოდ, იაპონურმა გამანადგურებლებმა რუსულ საჰაერო ხომალდს სასიგნალო რაკეტები ესროლეს. მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო სამოცი წლის განმავლობაში, როცა ოფიციალურმა ტოკიომ პროტესტის ეს ფორმა გამოიყენა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასიგნალო რაკეტების გაშვებამდე, იაპონელმა პილოტებმა რუს მზვერავებს სამი გაფრთხილება მისცეს და მხოლოდ ამის შემდეგ ისროლეს.

რუსული მხარე, ჯერჯერობით, დუმს.

დღის ამბები