24 სექტემბერი 2024,   17:23
ვრცლად
"ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, ოპოზიციამ დიდი კულტურა გამოავლინა - ბადრი ჯაფარიძე

პოლიტიკური კულტურის არარსებობა, ეჭვი და უნდობლობა, - სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე-გახარიას ჩაშლილი შეთანხმების მიზეზებზე ისაუბრა.

მმართველი გუნდის განცხადებით, ზურაბიშვილის ამ შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციას, რომელიც არარსებული მანდატების გაყოფაზეც კი ვერ შეთანხმდა, თანამშრომლობა არცერთ საკითხზე არ შეუძლია და მათ პირადი მიზნები ამოძრავებთ.

"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ აბსურდია ზურაბიშვილის ინიციირებული ქარტიის ის პუნქტიც, რომელშიც კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაზეა საუბარი.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, ოპოზიციამ დიდი კულტურა გამოავლინა.

"ოპოზიციამ გამოავლინა დიდი კულტურა "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, რომელიც ლანძღვა - გინებით არის დაკავებული. უნარი, რომ პიროვნული განსხვავებები გვერდზე გადაედო და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე კონსენსუსისთვის მიეღწია. ეს არის ქართული საქმე", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის არჩევნები გამარჯვების შემდეგ, კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას.

"მთავრობა უნდა შეიქმნას შემდეგნაირად - ვიმარჯვებთ არჩევნებში, იქმნება კოალიცია და ჩვენ, ჩვენი პირობებით მივალთ. დგება ეს კოალიციური შეთანხმება, გარდა იმ 9 პუნქტისა, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი. კოალიციურად ვაყალიბებთ მინისტრთა კაბინეტს და იწყება იმპლემენტაცია კოალიციური შეთანხმების. ზოგადად, ეს არის იმ ტიპის მმართველობის სისტემა, რომელიც ჩვენ ჯერ არ გაგვივლია, სიახლეა, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან მაგრად გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები