24 სექტემბერი 2024,   18:36
ვრცლად
გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ნებისმიერი განცხადება და დამოკიდებულება იქნება თანასწორი - არჩილ გორდულაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პარლამენტში, ამ წუთებში, ოპოზიციას ხვდება. ამის შემდეგ, შეხვედრა უკვე უმრავლესობასთან გაიმართება. ექვსკაციანი შემადგენლობა უკვე ესაუბრა მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს. მანამდე, დელეგაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა.  

ეს არის წინასაარჩევნო ვიზიტი. ისინი, ამ ეტაპზე, მხარეების პოზიციებს ეცნობიან. დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ, საქართველოსა და ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ნებისმიერი განცხადება და დამოკიდებულება იქნება თანასწორი და როგორც თანასწორ პარტნიორთან ურთიერთობის შესაბამისი. გვაქვს მოლოდინი, რომ ასეთი განცხადებები იქნება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ყოველთვის ვესაუბრებით როგორც თანასწორები და ყოველთვის გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიმართაც იქნება სამართლიანი და თანასწორი დამოკიდებულება," - ამბობს არჩილ გორდულაძე.

 

 

დღის ამბები