24 სექტემბერი 2024,   18:27
ვრცლად
პოლიტიკური კულტურის საწყისები ამ დრომდე ძალიან რთული განსავითარებელია ოპოზიციური პარტიებისთვის - მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პოლიტიკური კულტურის საწყისი მანდატების აღიარება და პარლამენტში საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების შესაბამისად მუშაობაა, რაც, მისივე თქმით, ოპოზიციაში დღემდე რთული განსავითარებელია.

"პოლიტიკური კულტურის საწყისი არის ის, რომ, პარლამენტში არჩევის შემთხვევაში, აღიარო ის მანდატი, რომელიც მიიღე, პარლამენტში შეხვიდე და შენი ამომრჩევლის შესაბამისად ემსახურო მათ. ვხედავთ, რომ ეს, ამ დრომდე, ძალიან რთული განსავითარებელია ოპოზიციური პარტიებისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები