16 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთის მოსახლეობას შეხვდა.

დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტები, განიხილა სამომავლო გეგმები.

"აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის დაბაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს 300 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. გარდა ამისა, უმოკლეს ვადაში დაიწყება კაზრეთისა და ბალიჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ერთად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას!" - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

საარჩევნო შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - თამაზ ჟორჟოლიანი და მერის პირველი მოადგილე - ბუბა გობეჯიშვილი.

დღის ამბები