წალენჯიხაში ახლად რეაბილიტირებული სპორტ დარბაზი დაიტბორა
26-09-2024 08:21
წალენჯიხაში ახლად რეაბილიტირებული სპორტ დარბაზი დაიტბორა. დარბაზი წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარშილავამ რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გახსნა. თუმცა მალევე, სპორტულ ობიექტზე ძლიერი წვიმის შედეგად, სახურავიდან წყალი ჩავიდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.