სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები.
ომის შედეგად დაუზუსტებელი მონაცემებით, დაიღუპა 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.