30 სექტემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს, ნიდერლანდებისა და ლატვიის ანსამბლების ერთობლივი კონცერტი გაიმართა

თბილისის, ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს, ნიდერლანდებისა და ლატვიის ანსამბლების ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება პროექტ "ამღერებული მუზეუმის“ ნაწილია, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ანსამბლ "დიდგორის“ ინიციატივით გასულ წელს შეიქმნა.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე ხალხური სიმღერის გაკვეთილები და ფოლკლორული კონცერტები ყოველთვიურად იმართება. ღონისძიებას ამიერიდან ქართული ცეკვაც დაემატა, რაც ღია ცის ქვეშ მუზეუმს ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

 

 

დღის ამბები