01 ოქტომბერი 2024,   17:36
ვრცლად
თურქი ბლოგერი, რომელიც საკუთარ თავზე დაქორწინდა, ტრაგიკულად დაიღუპა

თურქეთში, სტამბულში, 26 წლის ცნობილი ბლოგერი კუბრა აიკუტი ტრაგიკულად დაიღუპა, ის მე-5 სართულიდან, საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა. ინფორმაციას economictimes-ი ავრცელებს.

ახალგაზრდა ქალი 2023 წელს, TIK-TOK-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი გახდა პოპულარული, როცა საკუთარ თავზე დაქორწინდა.

26 წლის ბლოგერის გარდაცვალების ფაქტს პოლიცია იძიებს. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე წერილი იპოვეს, რომელზე დაყრდნობითაც ვარაუდობენ, რომ ქალი მაღალსართულიანი შენობიდან თვითონ გადმოხტა.

 

დღის ამბები