"2012 წელს, როდესაც ქვეყანა, რომელშიც იყო ავტორიტარიზმი, რომელშიც იყო წამების სისტემა, რომელიც პირდაპირ მიექანებოდა ქვეყნის დაშლის მიმართულებით, შემოაბრუნა ქართველმა ხალხმა, მოიცილა მაშინდელი ავტორიტარული და დამნაშავე რეჟიმი და ვხედავთ, სად ვიმყოფებით დღეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო დღეს ბევრი მიმართულებით არის განვითარებული.
"2012 წელს, როდესაც ქვეყანა, რომელშიც იყო ავტორიტარიზმი, რომელშიც იყო წამების სისტემა, რომელიც პირდაპირ მიექანებოდა ქვეყნის დაშლის მიმართულებით, შემოაბრუნა ქართველმა ხალხმა, მოიცილა მაშინდელი ავტორიტარული და დამნაშავე რეჟიმი და ვხედავთ, სად ვიმყოფებით დღეს. დღეს საქართველო 12 წლის შემდეგ არის პირველ ადგილზე ეკონომიკური განვითარების ტემპებით ევროპაში, დღეს საქართველო მისი ეკონომიკური მონაცემებით და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის უკვე იმდენი, რამდენიც ჰქონდათ ევროკავშირის ახალ წევრებს 2004 წელს. ანუ, გაწევრიანების შესაბამისი მონაცემები გვაქვს. დღეს საქართველოში არის კანონის უზენაესობა დაცული, ადამიანის უფლებები დაცული," -აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.