01 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" უკვე დიდი ხანია ქართველ ხალხს უმალავს დაფინანსების წყაროების და ამ წყაროების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას" - ნინო წილოსანი

ეკა გიგაურის ორგანიზაცია თავად ამბობს უარს ხარჯების გასაჯაროებაზე - აცხადებენ მმართველ გუნდში, სადაც ფიქრობენ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" სადამკვირვებლო პროცესს სწორედ ამის გამო ეთიშება.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო ეკა გიგაური საზოგადოებას დაფინანსებას და ხარჯებს უმალავს. სადამკვირვებლო პროცესში კი ობიექტური ვერ იქნება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" უკვე დიდი ხანია ქართველ ხალხს უმალავს დაფინანსების წყაროების და ამ წყაროების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას, რატომაც უნდა თავად გადაწყვიტა, რომ ის ჩამოშორდეს ამ სივრცეს იმიტომ, რომ უკვე იძულებით ფორმატში მოუწევდა, რომ ამ თანხების და მისი ხარჯვის შინაარსის შესახებ ინფორმაცია გაესაჯაროებინა, მათ შორის ის ფაქტი, რომ უკვე ძალიან ნათლად გამოჩნდა და ნიღაბი ჩამოხსნილი აქვს საერთაშორისო გამჭვირვალობას, რომ ის პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებს, არანაირი არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არა აქვს, რომ მონაწილეობდეს დამკვირვებლად, იყოს მხარე მაშინ, როდესაც დამკვირვებელი ობიექტურად უნდა იყოს ობიექტური", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გუშინ თქვა, რომ არჩევნებზე არც ერთი დამკვირვებელი არ ეყოლება, რადგან სასამართლოში წააგო დავა, სადაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

უწყებამ "საერთაშორისო - გამჭირვალობა საქართველო" საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად დაასახელა და ანგარიშების წარდგენისთვის 5 დღიანი ვადა მისცა.

დღის ამბები