04 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
“ყველაზე მეტად სამწუხაროა, არა ესტონელი დეპუტატის ეს მავნებლური ინიციატივა, არამედ ის, რომ ამის უკან დგანან ქართველები, ჩვენი თანამოქალაქეები“ - გიორგი ვოლსკი

ყველაზე მეტად სამწუხაროა, არა ესტონელი დეპუტატის ეს მავნებლური ინიციატივა, არამედ ის, რომ ამის უკან დგანან ქართველები, ჩვენი თანამოქალაქეები, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრის განცხადებას.

გიორგი ვოლსკის თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ამოქმედებულია მოღალატეობრივი რესურსი.

“სასიხარულოდ, მხოლოდ 24 თუ 25 დეპუტატი აწერს ხელს და ამას სათავეში უდგას ესტონელი დეპუტატი, რომელიც 2007-2008 წლებში იყო სააკაშვილის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში და რაც ურჩია დღეს ამას ვიმკით. 612 დეპუტატია და სადამკვირვებლო მისიის არც ერთი დეპუტატი ამ განცხადებას არ აწერს ხელს, თუმცა რასაკვირველია, არასასიამოვნო ფაქტია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რამდენად მოღალატეობრივი რესურსი არის ამოქმედებული და ცოცხლობს იმ კონკრეტულ ადამიანებში, რომლებიც ამის უკან დგანან. ყველაზე მეტად სამწუხაროა, არა ესტონელი დეპუტატის ეს მავნებლური ინიციატივა, არამედ ის, რომ ამის უკან დგანან ქართველები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ემტერებიან საქართველოს. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება და ამაში ჩათრეული ჰყავთ ზოგიერთი უცხოელი აქტორი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის გვერდზე გამოქვეყნდა ევროპარლამენტარ ერიკ კროსის მომზადებული განცხადება, სადაც აკრიტიკებენ საქართველოს და წერენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის.

აღნიშნულ განცხადებას, ასამბლეის 612 წევრიდან მხოლოდ 24-მა მოაწერა ხელი.

დღის ამბები