04 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
იმედი მაქვს, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრის განცხადებაზე კითხვა დაუსვეს. ჰერჩინსკის განცხადებით, ის არ წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრებმაც აღნიშნული ტექსტი გამოაქვეყნეს.

დიპლომატმა აქვე იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მისივე თქმით, თუ არჩევნები არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად იქნებიან უპასუხონ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას.

“მე წარმოვადგენ ევროკავშირს, თქვენ მეკითხებით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაზე, გთხოვთ კითხეთ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს. იმედი მაქვს, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, იქნება კონკურენტული, ინკლუზიური, გამჭვირვალე. ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. თუმცა, თუკი ის არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნა, ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას. მაშინ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას,“ - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები