04 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
"საარჩევნო კომპასი საქართველო 2024"-ის პრეზენტაცია იმართება - პროექტის პრეზენტაციას ელჩები ესწრებიან

“საარჩევნო კომპასი საქართველო 2024!“ - პროექტის პრეზენტაცია ამ წუთებში იმართება. ეს არის ერთგვარი გზამკვლევი მოსახლეობისთვის, არის ჩამონათვალი აუცილებელი კითხვების და, აქვე, სხვადასხვა პარტიის პასუხები - პირობითი პოლიტიკური რუკა ამომრჩეველს საკუთარი თავის პოვნაში ეხმარება.

პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით ევროკავშირის, ამერიკის, გერმანიის ელჩები, ასევე, საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის დირექტორი გამოვიდნენ.

“დიდი პატივია აქ ყოფნა, ჩემს ევროპელ კოლეგებთან ერთად. ვიწყებთ პროგრამას “საარჩევნო კომპასი - საქართველო.“ ბევრია საუბარი პოლიტიკურ კანდიდატებზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არჩევნებზე არიან ამომრჩევლები. ეს პლატფორმა კი დაეხმარება ამომრჩევლებს გაიგონ თუ რა პროგრამა აქვთ პარტიებს, დაეხმარება იმასაც, რომ დარწმუნებული იყვნენ რომ ხმის მიცემა არის ფარული, არჩევნები არის სამართლიანი და ნამდვილად იმ პარტიას აძლევენ ხმას, რომლებიც წარმოადგენენ ამომრჩევლის ნებას,“ - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანიმ.

“ეს პროგრამა დაეხმარება ქართველ ამომრჩევლებს გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, თუ რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი არჩევნებზე. მიხარია, რომ ევროკავშირი ეხმარება ამ მიუკერძოებელ, ვებზე დაფუძნებულ ხელსაწყოს. მოვუწოდებთ ყველა ქართველს დააფიქსირონ თავიანთი ხმა. არჩევანი თქვენზეა. თქვენს ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები