04 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
“ბოლო გაფრთხილებები კეთდება “ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ“ - ლევან სანიკიძე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრის განცხადებასთან დაკავშირებით, დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ განცხადება მკაცრი შინაარსისაა.

"ბოლო გაფრთხილებები კეთდება "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ. ხაზს ვუსვამ იმ ფაქტსაც, რომ ისინი არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ უჭერენ მხარს, ისინი უჭერენ მხარს ქართველი ხალხის ურყევ ნებას, დაბრუნდეს იმ გზაზე, რომელ გზაზეც საუკუნეების განმავლობაში მიდიოდა," - აცხადებს პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიის სპიკერი, ლევან სანიკიძე.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის შეფასებით, განცხადება საკმაოდ კრიტიკული შინაარსისაა.

"ყურადღება მიაქციონ განცხადების შინაარსს, ეს განცხადება არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული განცხადება, რომელიც ეხება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. მსგავსი მკაცრი ენა არჩევნებამდე, ძალიან იშვიათია და სხვა არჩევანი ქართულ ხელისუფლებას არ ექნება," - ამბობს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, ერიკ კროსის კრიტიკულ განცხადებას საქართველოს შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 612 წევრიდან მხოლოდ 24-მა მოაწერა ხელი.

დღის ამბები