04 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილის ქარტიას იმ ფურცლის ფასიც არ აქვს, რომელზეც არის დაწერილი - არჩილ გორდულაძე

ე.წ პრეზიდენტის ქარტია, თვითონ პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა ამხილა და ფაქტია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ომის და გარედან, დავალების შესრულების ქარტიაა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ზურაბიშვილის ქარტიას იმ ფურცლის ფასიც არ აქვს, რომელზეც არის დაწერილი.

"ე.წ პრეზიდენტის ქარტია, თვითონ პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა ამხილა და ფაქტია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ომის და გარედან, დავალების შესრულების ქარტიაა. ის პირდაპირ წერია, რომ უცხო ძალების და უცხოელი პარტნიორების მართულმა ძალებმა ერთად უნდა შეკრან ურყევი კავშირი და ამ კავშირის შემდეგ, თურმე უნდა მართონ ჩვენი ქვეყანა. კოლექტიურ ნაცმოძრაობას არ შეუძლია, რომ სიაზეც კი შეთანხმდეს და მათ შეუძლიათ კოლექტიურ მთავრობაზე შეთანხმება?! ამ პარტიებს არ შეუძლიათ შეთანხმდნენ რიგით ნომერზე პარტიულ სიაში და ვინმეს აქვს ილუზია, რომ ისინი გაიყოფენ მინისტრთა ქართველებს ან პარლამენტში თანამდებებს? რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქარტიას. იმ ფურცლის ფასიც არ აქვს, რომელზეც არის დაწერილი და განსაკუთრებით ის შინაარსი, რაც ქარტიაში წერია, პირდაპირი მნიშვნელობით ეწინააღმდეგება ნებისმიერ დემოკრატიულ საფუძველს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები