04 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
ეს ჩანაწერი ჩვენთვის, როგორც ადრე, ისე ახლაც რჩება ბუნდოვნად და ამის საჭიროების დადასტურება და ახსნა ჯერჯერობით არ მოგვისმენია - ანა ბუჩუკური პრეზიდენტის ინიციატივაზე

 

“ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ განსხვავებული მახასიათებლები და ხედვები აქვთ. მე მათ ვთავაზობ, ტექნიკური მთავრობა შექმნას“ - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

მას დაუსვეს კითხვა ექნება თუ არა არჩევნების შემდეგ ინსტიტუციური როლი მთავრობის შემადგენლობაში. მისგან დაინტერესდნენ აქვს თუ არა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნას კოალიცია საკმაოდ ფრაგმენტულ ოპოზიციასთან.

ტექნიკური მთავრობა და არჩევნებიდან ერთ წელში ხელახალი კენჭისყრის დანიშვნა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტიის პირობაა. რას ფიქრობს ოპოზიცია დათქმაზე, რომელსაც ხელი უკვე მოაწერა?

პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ერთ წელიწადში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ინიციატივა მათთვის გაუგებარი და ბუნდოვანია.

“საჯაროდ, ხელმოწერის შემდეგაც ვადასტურებთ, რომ ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება ერთ წელიწადში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ეს ჩანაწერი ჩვენთვის, როგორც ადრე, ისე ახლაც რჩება ბუნდოვნად და ამის საჭიროების დადასტურება და ახსნა ჯერჯერობით არ მოგვისმენია“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პლატფორმის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო კამპანიის სპიკერის ლევან სანიკიძის განმარტებით, პარტიაში არჩევნებისთვის არიან მობილიზებული და გამარჯვების შემდეგ ისაუბრებენ დეტალურად, მათ შორის, ტექნიკური მთავრობის საკითხთან დაკავშირებითაც.

“ქართული ქარტიის მთავარი მიზანი იყო, მაქსიმალურად შევიწროებულიყო ოპოზიციის განსხვავებულობაზე საუბარი და შევთანხმებულიყავით იმაზე, რაც ჩვენს ხალხს და ამომრჩეველს ამ წუთას ყველაზე მეტად სჭირდება. ამ წუთის მდგომარეობით, ერთი “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ მომავალი მთავრობის ფორმირების პროცესს. 26 ოქტომბერს ჩვენ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ქვეყანაში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, ამის შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მათ შორის, ტექნიკური მთავრობის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები