04 ოქტომბერი 2024,   19:17
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესში ქართულ მხარესთან ერთად, უცხოელი ექსპერტებიც არიან ჩართული. მათ დღეს მიმდინარე სამუშაოები შეაფასეს. სპეციალისტების თქმით, გარკვეულ ადგილებში რთული ვითარებაა, თუმცა კვლევები პოზიტიურ მოლოდინს იძლევა.

მათივე შეფასებით, პროცესი ხანგრძლივ დაკვირვებას მოითხოვს და ბევრ კომპონენტს მოიცავს.

გელათის სამონასტრო კომპლექსში ასევე მიმდინარეობს ვორქშოფი, რომლის ფარგლებშიც, თანამედროვე ტექნოლოგიებით სამეცნიერო კვლევებს ატარებენ.

დღის ამბები