07 ოქტომბერი 2024,   17:43
ვრცლად
აშშ-ის ინტერესი, სავარაუდოდ, მდგომარეობს მუდმივი კონფლიქტის შექმნაში ევროპასა და რუსეთს შორის, რომ პარტნიორები არასდროს გახდნენ - მილორად დოდიკი

ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკის ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. ეს განცხადება მილორად დოდიკმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. პრორუსი პოლიტიკოსი აცხადებს რომ ევროპაში კონფლიქტი გაფართოვდა და მისი ქვეყანა ამ პროცესის მონაწილე მხარე არ გახდება.

“ვხედავთ, რომ ომი არ ცხრება, პირიქით - ფართოვდება და მძაფრდება. დასავლეთიდან იარაღის მიწოდება იზრდება. ახლა გვესმის რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე მიწოდებული რაკეტებით დარტყმების ნებართვების შესახებ. ახლა აღარავინ ახსენებს, როგორ დაიწყო ყველაფერი და საერთოდ რატომ არსებობს ეს კონფლიქტი.

მახსოვს, როდესაც კანცლერი შოლცი საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ამბობდა, რომ დიახ, გერმანია დაეხმარება უკრაინელებს, საბნებით და არალეტალური იარაღით. ახლა ვხედავთ, რომ ნარატივი კარდინალურად შეიცვალა. სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ეს ემსგავსება ომს დასავლეთსა და რუსეთს შორის, უკრაინა კი ამ პროცესში გვერდითი უარყოფითი მოვლენაა.

იმ ადამიანების ჯგუფს მივეკუთვნები, ვინც გმობს ომს. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარე უნდა ვიყოთ ან ამის ნაწილი გავხდეთ. ამერიკა უბიძგებს ევროპას დახარჯოს მთელი რესურსი ამ ომში. მოცემულ შემთხვევაში, ამერიკის ინტერესი, სავარაუდოდ, მდგომარეობს მუდმივი კონფლიქტის შექმნაში ევროპასა და რუსეთს შორის, რომ პარტნიორები არასდროს გახდნენ,“ - აცხადებს მილორად დოდიკი.

დღის ამბები