07 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
“ისტორიულად, ამერიკის და ევროკავშირის ელჩები ზოგადად ერევიან პოლიტიკაში, ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ იქით ვთხოვთ ხოლმე...“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასა და კონკრეტული ტელევიზიების მიერ მათ არხებზე “ქართული ოცნების“ რეკლამის დაბლოკვაზე, ოპოზიციურ პარტიებში შეფასებები კეთდება.

“გახარია საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამა მორალის სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

“სავალდებულო რეკლამა, რომელიც დასაშვებად ცნო ივანიშვილის მხრიდან კონტროლირებადმა, შესაბამისმა კომისიამ, არის სრულიად ამორალური, არაქართული და ომის პროპაგანდის ნაწილი. შესაბამისად, ერთია, რას ეუბნება ივანიშვილი მის დაქვემდებარებაში მყოფ კომისიას და მეორე არის, რა არის არაქართული, მიუღებელი და ამ ქვეყნის დამაზიანებელი,“ - თეონა აქუბარდიამ.

შეფასებები გაკეთდა ასევე “გირჩშიც“. ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ახალი ამბავი არაა, როდესაც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები ერევიან. მისი თქმით, ამას ქართველი პოლიტიკოსებიც ითხოვენ. ამასთან, რაქვიაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო რეკლამის გაშვება ტელევიზიების ვალდებულება არ უნდა იყოს.

“ისტორიულად, ამერიკის და ევროკავშირის ელჩები ზოგადად ერევიან პოლიტიკაში, ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ იქით ვთხოვთ ხოლმე... 2020-ის შემდეგ, მთელი პოლიტიკური სპექტრი მივიდა ამერიკის ელჩთან და დახმარებას სთხოვდა. ამიტომ, იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვთხოვთ დახმარებას, ისინიც სათანადოდ იქცევიან და ერევიან პოლიტიკაში ამა თუ იმ ფორმით, ეს უკვე რაღაც მოცემულობაა.

ჩემი აზრით, ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს არცერთ ტელევიზიას რამე გაუშვას, ყველა თვითონ უნდა წყვეტდეს, რა გაუშვას,“ - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები