07 ოქტომბერი 2024,   19:09
ვრცლად
გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილზე: მას ორი როლი აქვს - "ნაცმოძრაობის" მიერ დაღვრილი სისხლის ლაქებზე ნახერხი მოაყაროს და ისე წარმოაჩინოს სიტუაცია, თითქოს ახლა საქართველოში განუკითხაობაა

"ქართული ოცნების" წევრმა, გია ვოლსკიმ, "დღის კურიერის" ეთერში, წინა სტუმრის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებები შეაფასა.

გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი დანაშაულების გადასაფარად და "სისხლის ლაქებზე ნახერხის მოსაყრელად" შემოიყვანა სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ამ "ლაქების დაფარვა" ევალება. მისივე თქმით, პრეზიდენტის ერთ-ერთი დავალება საზღვარგარეთ საქართველოში არსებული სიტუაციის უარყოფითი კუთხით წარმოჩენაა.

"ბოლო მომენტს მივუსწარი ბეჟაშვილის საუბრის - ეს ადამიანები რასაც ამბობენ, იმას ნიშნავს, რომ არაფერი არ ყოფილა - არც კასრების საკითხი, არც სისხლი დაღვრილა, არც ამ გესტაპოს მართვის მეთოდი ყოფილა, არავისთვის არაფერი წაურთმევიათ და არავინ უწამებიათ, არც რუსეთისთვის არაფერი ჩაუბარებიათ; ესენი არიან ადამიანები, ვინც წმინდანებად უნდა გამოვაცხადოთ - ამ დონეზეა, მათ შორის, სააკაშვილის საკითხი განხილული. არც ფული დაუხარჯავს ბიუჯეტიდან, - არც საკუთარი ოჯახისთვის, არც ბოტოქსისთვის, - საერთოდ, ეს არის შესანიშნავი ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს, როგორც დემოკრატიის მამასა და დემოკრატიის შემომტანს საქართველოში. თავად სააკაშვილმა თქვა, თქვენ დადიოდით ქუდებში, ულვაშებიანი, სადღეგრძელოების თქმისა და ცეკვის მეტი არაფერი არ იცოდით, ღიპი გიშლიდათ კიდევო, მოვედი და მოვიტანე განათლება, საქართველო შევქმენიო - ამას იმეორებს ახლა ბეჟაშვილი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ახლა რაც ვილაპარაკე, რეალურად ამის საპირწონედ შემოიყვანეს სალომე ზურაბიშვილი თავისი როლით. ეს როლი არის შემდეგი: სისხლის ლაქები სადაც არის - სვანეთში, აჭარაში, სამეგრელოში, თბილისში, რუსთაველზე, რიყეზე, - რომ აღარ გამოჩნდეს, ნახერხს რომ აყრიან, ამ ნახერხის მომყრელად არის ეს ადამიანი შემოსული.

მას ერთი მთავარი ამოცანა აქვს კიდე - ისე წარმოადგინოს საქართველოში სიტუაცია, რომ თითქოს აქ განუკითხაობაა. უცხოელ ტურისტებს შევხვდი ეთნოგრაფიულ მუზეუმში - გაოცებულია ხალხი, - სიწყნარით, დამოკიდებულებით, საზოგადოებით, მომსახურებით, - მთელი რიგი ასპექტებია, რითაც უნდა ვიამაყოთ. არის უშველებელი ორგანიზაციების - მსოფლიო ბანკის, ატლანტიკური საბჭოს რეიტინგები, სადაც ყველას ვუსწრებთ, მოლდოვას და უკრაინას ხომ თავისთავად, ევროპულ ქვეყნებს. ამის საპირწონედ შემოიყვანეს სცენარი, რომელსაც სალომე ახორციელებს, რომ თითქოს აქ არის განუკითხაობა, არც რეიტინგი არსებობს, არც არაფერი და პრეზიდენტს როცა უნდა, სადაც უნდა იქ წავა; პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - პრეზიდენტს ასე სურს, სწორს აკეთებს, ვინაიდან ეს ქვეყანა არის ჩამორჩენილი ქვეყანა, განუკითხაობაა, ბანდიტიზმი, კორუფცია და სიბნელეა. გავაღებთ ფანჯრებს და აქ კრიმინალური ჯგუფები ერთმანეთს ებრძვიან. თითქოს უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ რეალურად, ამას ლაპარაკობენ საზღვარგარეთ," - აცხადებს ვოლსკი.

დღის ამბები