07 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა “კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა “კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილება გამარტივებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული მოწყობის ფორმა იცვლება, კერძოდ, სააგენტო გადადის საბჭოს ტიპის მოწყობაზე. სააგენტოს მმართველობითი ორგანო გახდება პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო.

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება გათვალისწინებულია 2027 წლის პირველი იანვრიდან ხოლო, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საბჭოს დაკომპლექტება 2027 წლის 1 თებერვლამდე უნდა უზრუნველყონ.

დავით სონღულაშვილის თქმით, თარიღის გადაწევა საუკეთესო პრაქტიკის მოძიების, გაანალიზებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით არის აუცილებელი.

დღის ამბები