07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას კოალიციას მასპინძლობს - დღესვე დაგეგმილია შეხვედრა გახარიას გუნდთან

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს - განიხილავენ ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეას და სავარაუდო შემადგენლობასაც კი - მათ შორის საუბარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე.

ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას კოალიციას მასპინძლობს. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა გახარიას გუნდთან.

ნიკა გვარამიამ კომენტარი შეხვედრაზე შესვლის წინ გააკეთა და განაცხადა, რომ წინასწარ შეხვედრის შინაარსზე ინფორმაციას არ ფლობს.

“გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ არ ვიცით ჯერ შინაარსი. კომენტარს აუცილებლად გავაკეთებთ გამოსვლის შემდეგ. ამ წუთში ვერ გეტყვით ვერაფერს,“ - აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია.

დღის ამბები