07 ოქტომბერი 2024,   17:42
ვრცლად
“რაღაცას მოიგონებენ, დაჯდებიან, დაავალებენ და ამ სისულელეს აჟღერებენ შემდეგ, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით, რაც არის ჩვეულებრივი აბსურდი“ - კახა კალაძე

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს - განიხილავენ ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეას და სავარაუდო შემადგენლობასაც კი - მათ შორის საუბარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ტექნიკური მთავრობის აუცილებლობა არ დგას. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, აღნიშნულის შესაძლებლობა ვერავის ექნება, ვინაიდან ქვეყანაში მმართველი გუნდი არის.

“რაღაცას მოიგონებენ, დაჯდებიან, დაავალებენ და ამ სისულელეს აჟღერებენ შემდეგ, ხან ვისი მეშვეობით - ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გააჟღერებინეს უცხოელებმა ეს განცხადება, ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით, რაც არის ჩვეულებრივი აბსურდი. არანაირი ტექნიკური მთავრობის აუცილებლობა არ არის ქვეყანაში და ამის შესაძლებლობა ვერ ექნება ვერავის იმიტომ, რომ ქვეყანაში არის მმართველი გუნდი, რომელსაც ჰქვია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ის მოვა ხელისუფლებაში ქართველი ხალხის დახმარებით,“ - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები