07 ოქტომბერი 2024,   17:42
ვრცლად
“კარგი მაგალითი არის ქალბატონი სალომეს მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის, როდესაც მან განაცხადა, რომ იგი წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რისი უფლებაც მას არ გააჩნია“ - ლევან მაჭავარიანი

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს - განიხილავენ ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეას და სავარაუდო შემადგენლობასაც კი - მათ შორის საუბარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე.

მმართველ გუნდში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან - პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციის დარღვევის კარგი მაგალითია. მაჭავარიანის თქმით, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება არ გააჩნია.

“დავალება მიღებული აქვთ ყველას ერთად უცხოეთიდან, შეიძლება შიგნით რაღაც თემებზე კიდევ ვერ დალაგდნენ, თუმცა ვალდებულები არიან ეს დავალება აღასრულონ, რაც კარგი მაგალითი არის ქალბატონი სალომეს მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის, როდესაც მან განაცხადა, რომ იგი წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რისი უფლებაც მას არ გააჩნია. ნებისმიერს მოდელს, რაც არ უნდა შემოგვთავაზონ, არანაირი პერსპექტივა არ აქვს,“ -აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები