08 დეკემბერი 2024,   01:14
ვრცლად
1 წელი "ჰამასის" თავდასხმიდან - ისრაელის საელჩომ თბილისში 2023 წლის 7 ოქტომბრის წლისთავის აღსანიშნავი ცერემონია გამართა

"ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა. თბილისში ისრაელის საელჩომ 2023 წლის 7 ოქტომბრის წლისთავის აღსანიშნავი ცერემონია გამართა. ღონისძიების სპეციალური სტუმრები ისრაელიდან იყვნენ იაკოვ და მარინა მოშიაშვილები - ქართველი ებრაელები, რომელთა ორივე შვილმა გასულ წელს გმირულად გაწირეს სიცოცხლე ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად.

ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა სიტყვით მიმართა სტუმრებს და 7 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა ისრაელისთვის. "ჰამასის" მიერ ისრაელის თავდასხმიდან 1 წელი გავიდა. 1200-ზე მეტი ისრაელელი იმ დღეს მოკლული იქნა სხვა ეროვნების ხალხთან ერთად. 101 ადამიანი ისევ ტყვეობაშია. ისრაელი ახლა 7 ფრონტზე იბრძვის. მადლობლები ვართ იმ ქვეყნების, რომლებიც გვერდში გვიდგანან ტერორიზმთან ბრძოლის დროს. არასოდეს დავკარგავთ იმედს, რომ ვიცხოვროთ უკეთეს მომავალში, სიძულვილის, ანტისემიტიზმისა და ტერორიზმის გარეშე," - განაცხადა ელჩმა.

დღის ამბები