12 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
თბილისის საკრებულოში “დიასპორული მედია ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში "დიასპორული მედია ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა. მიზანი დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე თავისუფალი პლატფორმის შექმნა და უცხოეთში მცხოვრები ქართველების სანდო ინფორმაციით უზრუნველყოფაა.

გარდა ამისა, ასოციაცია აერთიანებს უცხოეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ დაფუძნებულ მედია ინიციატივებს.  

"ეს პლატფორმა არის ურთიერთ ინფორმაციის გაცვლის და ურთიერთ თანაცხოვრობის და თანამშრომლობის შესაძლებლობა, რაც რა თქმა უნდა, კომუნიკაციის კიდევ ერთი არხი იქნება მოქალაქეებთან, მიიღონ ის ინფორმაცია, რომელიც არის რეალური, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე არის დაფუძნებული," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები