“წარმოიდგინეთ, მე რომ გავაკეთო განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტში მექნება ქართული ოცნების შტაბი 26 ოქტომბერს, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა, რომლითაც ის ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დღისთვის საკოორდინაციო შტაბის გახსნის ინიციატივას.
“წარმოიდგინეთ, მე რომ გავაკეთო განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტში მექნება ქართული ოცნების შტაბი 26 ოქტომბერს; პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს განცხადება, რომ მთავრობის კანცელარიაში 26 ოქტომბერს დილის 9 საათიდან იმუშავებს “ქართული ოცნების“ შტაბი; ქალაქის მერმა განაცხადოს, რომ დილიდან იქნება შტაბი იქ შექმნილი. წარმოგიდგენიათ რა წივილ - კივილი ექნებათ ე.წ ადგილობრივ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. აი ეს არის დამკვირვებლების სახელმძღვანელოში შესატანი მაგალითი, სახელმძღვანელო მაგალითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა.
ქალბატონი სალომე კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად იქცა, აქ გასაკვირი არაფერი არ არის, ამიტომაც არის ახლა ინიცირებული იმპიჩმენტის პროცესი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე