უამრავი ჭრილობა შემორჩა საქართველოს, უამრავი ნაწამები და მოკლული ადამიანები. სალომე ზურაბიშვილი ის პიროვნებაა, რომელსაც ამაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ამ დანაშაულებში მონაწილეთა ლიდერი გახდა, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ გააკეთა.
საუბარია პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში მოეწყოს საკოორდინაციო შტაბი.
“ეს არის დამნაშავეთა ხელის შემწყობი და დამნაშავეთა ხელის დამფარებელი კონკრეტული ადამიანი. კონსტიტუციის დარღვევა უკვე აქ მეათე ხარისხოვანი თემაა. უამრავი ჭრილობა შემორჩა საქართველოს, უამრავი ნაწამები და მოკლული ადამიანები. სალომე ზურაბიშვილი ის პიროვნებაა, რომელსაც ამაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ამ დანაშაულებში მონაწილეთა ლიდერი გახდა,“ - აცხადებს გია ვოლსკი.