13 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები.

“ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები.
პარალელურად იწმინდება სანიაღვრე ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
მერიის ყველა შესაბამისი სამსახური განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები