13 ოქტომბერი 2024,   16:52
ვრცლად
ლიეტუვაში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება

ლიეტუვაში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ლიდერობს ოპოზიციური სოციალ - დემოკრატიული პარტია, რომელსაც მხარს უჭერს ამომრჩეველთა დაახლოებით 18 %. ამავე კვლევების თანახმად, მესამე ადგილს იკავებს, მოქმედი პრემიერ - მინისტრის მემარჯვენე - ცენტრისტული პარტია “სამშობლოს კავშირი“, რომელსაც 9 % - იანი მხარდაჭერა აქვს.

მას წინ უსწრებს პოპულისტური ნაციონალისტური პარტია, რომელსაც მხარს უჭერს, ამომრჩეველთა 12 %. საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში შერეული სისტემით იმართება. 141 - ადგილიან სეიმში 70 დეპუტატს პარტიული სიებიდან, დანარჩენს კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ.

დღის ამბები