“ქართული ოცნების“ შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს თბილისში - “ქართული ოცნების“ გლდანის რაიონის დელეგატი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ და უგზო - უკვლოდ დაკარგულ მეომართა დიდების მემორიალზე იმყოფებოდა.
ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად ადგილზე იყვნენ ვეტერანები, გლდანის მაჟორიტარი და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. ომში დაღუპულ გმირებს მათ პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და ხაზი გაუსვეს მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას.