16 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
კამალა ჰარისის თქმით, დონალდ ტრამპი აჩვენებს გამჭვირვალობის ნაკლებობას, რადგან თავის სამედიცინო ისტორიას არ ასაჯაროებს

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ მისი მეტოქე, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აჩვენებს გამჭვირვალობის ნაკლებობას, რადგან თავის სამედიცინო ისტორიას არ ასაჯაროებს. მანამდე ჰარისმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის მიერ გაცემული შეფასება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 59 წლის ვიცე-პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს, მას აქვს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური სიმტკიცე პრეზიდენტის მოვალეობის შესასრულებლად.

“დღეს გამოვაქვეყნე ჩემი სამედიცინო ისტორია ისევე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა, დონალდ ტრამპის გარდა. ეს არის მისი მხრიდან გამჭვირვალობის ნაკლებობის მორიგი მაგალითი, რასაც ემატება ის, რომ მას არ სურს მორიგი დებატები, არ სურს ინტერვიუს მიცემა გადაცემა “60 წუთში,“ რაც აშშ-ის პრეზიდენტობის ნებისმიერი კანდიდატისთვის ჩვეულებრივი ქმედებაა. ვფიქრობ, მის გუნდს არ სურს, ამერიკელმა ხალხმა დაინახოს ყველაფერი იმის შესახებ, ვინ არის ის,“ - განაცხადა კამალა ჰარისმა.

დღის ამბები