15 ოქტომბერი 2024,   19:19
ვრცლად
“ნეიტრალური საქართველოს მთავარი მიზანი არის საქართველოს რუსეთისთვის გადაბარება“ - ლელა ჯეჯელავა

 პლატფორმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, ლელა ჯეჯელავა საზოგადოებრივი მოძრაობის “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა გიორგობიანის, "დღის კურიერის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, “ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შემდეგ, მათი ღია მხარდამჭერების პასუხისმგებლობის დაყენებას ეხება.

ლელა ჯეჯელავა ამბობს, რომ მსგავსი განცხადება მორალური და სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდია.

“ნეიტრალური საქართველოს“ მთავარი მიზანი არის საქართველოს რუსეთისთვის გადაბარება. ამას არ დაუშვებს არა მარტო “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, არამედ არ დაუშვებს სრულიად ქართული საზოგადოება. რა უნდა “ნეიტრალურ საქართველოს“ თავადაც რომ კითხოთ, ვერ გიპასუხებენ, გარდა იმისა, რომ გარკვეულ პერსონებს, რომლებიც ამ ორგანიზაციაში არიან თავმოყრილები, აქვთ დაუოკებელი რევანშის და შურისძიების სურვილი. მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც თავად იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის“ დროს, საკმაოდ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მე არ ვიცი, ვის გასამართლებას აპირებს ის, ან რატომ ჰგონია, რომ 21-ე საუკუნეში შესაძლებელია, რომ “ტროიკები“ კიდევ არსებობდეს ეს ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, რომ თავად კარგად იცის, რომ ეს არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი, მაგრამ ეს არის მათთვის პოზიციონირების ერთადერთი საშუალება,“ - აცხადებს ლელა ჯეჯელავა.

ცნობისთვის, “ნეიტრალური საქართველო“ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მათი მხარდამჭერების გასამართლებას ითხოვს. ამის შესახებ მათ დღეს განცხადება გაავრცელეს.

დღის ამბები