15 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
"ჩვენ ვგულისხმობთ "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის შემდეგ, მათი ღია მხარდამჭერების, აგიტატორების პასუხისმგებლობის დაყენებას" - ბიძინა გიორგობიანი

საზოგადოებრივი მოძრაობის ”ერთიანი ნეიტრალური საქართველო” დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი, "დღის კურიერის" ეთერში მათი მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დეტალურად საუბრობს.

გიორგობიანი განმარტავს, რომ საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის შემდეგ, მათი ღია მხარდამჭერების პასუხისმგებლობის დაყენებაზე:

"არის მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა - მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პარტია, აქ საუბარი პარტიის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, იმ სისტემურ დანაშაულებზე, რომელიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინეს. ეს ეხება არამხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევას, არამედ ომის დანაშაულსაც. 

ჩვენ ლაპარაკი გვაქვს არა სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე, ჩვენ ვგულისხმობთ სამართლებრივ ნაბიჯებს, ესენია "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის შემდეგ, მათი ღია მხარდამჭერების, აგიტატორების, იმ ადამიანების, რომლებიც ღიად იყვნენ ჩართულები მათ კრიმინალურ საქმიანობაში, მათი პასუხისმგებლობის დაყენება. 

გვარებზე და სახელებზე არ ვსაუბრობ, აქ ლაპარაკია ამომრჩეველზე, რომელიც აწარმოებს ღია ტერორს ქართული საზოგადოების წინაშე, სხვა პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლების წინააღმდეგ და მთელი ამ წლების განმავლობაში, ფაქტობრივად "ნაციონალური მოძრაობის" ხერხემალს წარმოადგენდა,"- განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. 

 

 

დღის ამბები