16 ოქტომბერი 2024,   22:50
ვრცლად
ზღვის უბანში საქალაქო პარკის მშენებლობა დასრულდა - თემქის ხევში 25 ჰექტარზე გაშენებული ახალი რეკრეციაული ზონა დედაქალაქში ყველაზე დიდი სივრცეა

ზღვის უბნის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ახალი რეკრეაციული სივრცით სარგებლობა უკვე შეუძლიათ. საქალაქო მნიშვნელობის პარკს უკვე ჰყავს პირველი ვიზიტორებიც. ადგილობრივ მოსახლეობა გვიყვება, რომ ისინი თემქის ხევის პარკის რეაბილიტაციას წლებია ელოდებოდნენ.

ზღვისუბნის პარკის რეაბილიტაცია სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილი, სადაც ერთ დროს ნაგავსაყრელი იყო, ახლა 25 ჰექტარზე გაშენებული რეკრეაციული ზონა ცვლის. განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა დღეს, მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ თქვა რომ საქალაქო მნიშვნელობის პარკი ამ უბანს ახალი სიცოცხლეს შესძენს.

თემქის ხევის პარკის რეაბილიტაციისთვის 40 მილიონი ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე და სარწყავი სისტემა. დამონტაჟდა გარე განათების ქსელები. მოეწყო ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები. პარკის ტერიტორიაზე გაკეთდა ორი ხელოვნური ტბა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აშენდა ორი საფეხმავლო ხიდი, რომელიც თემქის ხევის მიმდებარედ არსებულ მიკრორაიონებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ხალი რეკრეაციული სივრცე ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნება. ადგილზე მისული სტუმრების განწყობაზე ჯგუფი მგზავრები იზრუნებს.

დღის ამბები