17 ოქტომბერი 2024,   18:14
ვრცლად
"სავალუტო ინტერვენცია ზედმეტი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად და არასწორი მოლოდინების გასანეიტრალებლად განხორციელდა" - ეკატერინე მიქაბაძე

რატომ გამოიტანა ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გასაყიდად 70 მილიონი დოლარი - დღეს განმარტება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სავალუტო ინტერვენცია ზედმეტი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად და არასწორი მოლოდინების გასანეიტრალებლად განხორციელდა.

ეროვნულმა ბანკმა გუშინ წელს უკვე რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და 64  მილიონ 900 ათასი დოლარი გაყიდა.

"ეკონომიკური ზრდა მაღალია. 2023 წლიდან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთაა, საგარეო შემოდინებების თვალსაზრისით, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციებია და საგადასახადო ბალანსიდან ზეწოლა კურსზე არ ფიქსირდება. ჩვენ მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, ინტერვენციებს მივმართავთ ძირითადად ორი მიზნით, პირველი არის რეზერვების შევსება, რათა ადეკვატურ დონეზე შევინარჩუნოთ რეზერვები, რაც გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტია," -  აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.

დღის ამბები