17 ოქტომბერი 2024,   19:18
ვრცლად
უკრაინაში ტაძარი დაარბიეს, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს გამოეყო

უკრაინის ქალაქ ჩერკასში მოსკოვის საპატრიარქოს მრევლი ტაძარში შეიჭრა. წმინდა მიქაელის ეკლესია, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს შემადგენლობაში იყო, დღეიდან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა.

ფაქტი მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერმა მრევლმა გააპროტესტა. მათ ჯერ ეკლესიის ჭიშკარი გატეხეს, შემდეგ კი შიდა ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ცრემლსადენი აირი შეასხეს. დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მხარეები ერთმანეთს ეკლესიის ინვენტარს ესროდნენ. რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

პოლიციამ საქმეზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

20 აგვისტოს უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს.

დღის ამბები