16 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
"ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაზე რუსეთის გავლენების შესახებ გვაფრთხილებენ, არაგამჭვირვალედ იმალებიან "სამოქალაქო საზოგადოების" უკან, რათა გავლენა მოახდინონ საქართველოში არჩევნების შედეგებზე" - ევროპარლამენტარი

წარმოუდგენელია, რომ ზუსტად ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაზე რუსეთის გავლენების შესახებ გვაფრთხილებენ, უსამართლოდ და არაგამჭვირვალედ იმალებიან "სამოქალაქო საზოგადოების" უკან, რათა გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში. 

"საარჩევნო კამპანიაში უსამართლო და არაგამჭვირვალე უცხოური ჩარევა ყველაზე დიდ აბსურდად მიმაჩნია. წარმოუდგენელია, რომ ზუსტად ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაზე რუსეთის გავლენების შესახებ გვაფრთხილებენ, უსამართლოდ და არაგამჭვირვალედ იმალებიან "სამოქალაქო საზოგადოების" უკან, რათა გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. ასეთი ჩარევა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და მე პირადად მესმის მთავრობის ძალისხმევა, რომ თავის მოქალაქეებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს იმაზე, თუ ვინ ვის აფინანსებს და ვინ ვის ინტერესებს წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფალ არჩევნებში ჩარევის მიზნით ბოროტად გამოყენება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებს. შესაბამისად, სწორია მათი გულახდილად დასახელება და ამომრჩეველთათვის გამჭვირვალედ ჩვენება", - აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან "ქრონიკას" გაუგზავნა.

დღის ამბები