პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თამარ კორძაიას განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
"თამარ კორძაიას ტყუილებზე, ალბათ, ის უკეთ მეტყველებს, 5 ნომრის ფონზე რომ ბრიფინგს ატარებდა. 2012 წელს "ქართული ოცნების" კოალიციით მოსული და არჩეული პარლამენტის წევრი, ახლა რომ ხუთიანის ფონზე ატარებს ბრიფინგს ვფიქრობ, არანაირ ნდობას არ უნდა იწვევდეს მაყურებელში.
თუმცა, მეორე კომპონენტია ის ტყუილები, რომელიც თუნდაც ამ ბრიფინგის კომპონენტში გვესმის. თეორიული შანსიც კი არ არსებობს, უბრალოდ, მოდელირებასაც კი ვერ გააკეთებენ. როგორ შეიძლება, სრულყოფილი საარჩევნო კანონმდებლობის, ცესკოს მაღალი პროფესიონალიზმის, ამდენი დამკვირვებლის, მათ შორის, ამ დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების უდიდესი ნაწილი რომ მათივე წევრია, ამ პირობებში რაიმე იყოს ცდომილებით, ან გაყალბებული. ამის ვერც თეორიულ და ვერც პრაქტიკულ მაგალითსაც ვერ მოიყვანთ.
კონცენტრირდებიან სიცრუეებისა და სიგიჟეების გავრცელებაზე. შესაძლოა, ეს მათი ხელისუფლების დროს იყო მიღებული პრაქტიკა, თუმცა ძალიან კარგად ვიცით, რომ მაქსიმალურად დიჯიტალირებულია პროცესი, ყველა ამომრჩეველი აღრიცხულია. წარმოუდგენელია, რომ აქ რაიმე სახის გადაცდომას ჰქონდეს ადგილი.
ერთადერთი, რასაც ეს ბრიფინგი ემსახურება, რომელიც კიდევ უფრო გახშირდება, არის ის, რომ შექმნან განწყობა და განცდა, თითქოს, პროცესები თავიდანვე არასწორად მიდიოდა და შემდგომ ქართველი საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, "ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამარ კორძაიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და "ამომრჩევლის მოსყიდვასაც არ ერიდება".