16 ნოემბერი 2024,   23:53
ვრცლად
ხელვაჩაურის რაიონში "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები დააზიანეს

ხელვაჩაურის რაიონში "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები დააზიანეს. მმართველი გუნდის ინფორმაციით, სოფელ სარფში, ბანერები "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრმა რამდენიმე პირთან ერთად ჩამოხია.

"ქართული ოცნება" ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასა და რადიკალურ ქმედებებზე საუბრობს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დასახელდა სხვა ფაქტებიც.

მმართველი გუნდი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს, დარღვევები ანგარიშებში ასახონ.

დღის ამბები