18 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
"სიუჟეტი რომ გავიდა და ვნახე ჩემი სიტყვები როგორ იყო დაჩეხილი, ძალიან ვინერვიულე, წნევამ და შაქარმა ამიწია" - "რუსთავსერვის" ცენტრის თანამშრომელი "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტზე

პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ მომზადებული რეპორტაჟების გამო რუსთავის მერი უწყებათაშორის კომისიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს.

ნინო ლაცაბიძის განმარტებით, "მთავარზე" გავრცელდა ცრუ ინფორმაცია თითქოს ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს სახელისუფლებო პარტია პირადობის მოწმობებს ართმევს და შტაბში ინახავს.

მერი აცხადებს რომ ინტერვიუებიდან ამოჭრილი ფრაზებით რესპონდენტების ნათქვამი დაამახინჯეს.

"რუსთავსერვის" ცენტრის თანამშრომელი თამარ ბენაშვილი აცხადებს, რომ მისი სიტყვები არასწორად იყო გამოყენებული და დამონტაჟებული. 

"ჩვენ მხოლოდ ვთხოვთ ჩვენს მუშებს, რომ როდესაც ხელშეკრულება ახლდება რომ თვითონ მიიტანონ სამმართველოში, რომ ვადა არ ჰქონდეთ გასული და ხელფასი დაერიცხოთ

ვუთხარი, რომ აქ რატომ კითხულობთ ან პირადობებს რატომ კითხულობთთქო, ვუთხარი მისულიყო ჩვენთან ოფისში და რაც აინტერესებდა იქ ეკითხა.

ხელში ტელეფონი მეჭირა ვიფიქრე სურათს გადავუღებთქო და ამ დროს გაიქცა. ვკითხე ვინ ხართქო და ირაკლი მალაშხია ვარო. სიუჟეტი, რომ გავიდა ტელევიზიით და ვნახე ჩემი სიტყვები, როგორ იყო დაჩეხილი ძალიან ვინერვიულე და წნევამ და შაქარმა ამიწია", - აცხადებს მეეზოვე.

დღის ამბები