18 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ და "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, მორიგი შეხვედრები სოფელ ოზურგეთის, მელექედურის და გურიანთის მოსახლეობასთან გამართეს.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე, საარჩევნო პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიაში ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"განვაგრძობთ საარჩევნო კამპანიას ოზურგეთში. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის! შეხვედრებზე საზოგადოებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მთავარ საკითხებზე ვესაუბრეთ და ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გავაცანით. მჯერა, ოზურგეთი, ისევე როგორც მთელი საქართველო, მხარს მშვიდობიან მომავალს, კეთილდღეობას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს!" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრას "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მომღერალი ბექა ჩხაიძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

დღის ამბები