19 ოქტომბერი 2024,   13:37
ვრცლად
მეორე მსოფლიო ომისდროინდელი თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი გერმანელი პილოტი ემსხვერპლა

სამხრეთ ფინეთში, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი, ერთძრავიანი, ორადგილიანი T-6 Texan-ის ჩამოვარდნის შედეგად, ორი გამოცდილი გერმანელი პილოტი დაიღუპა.

"პატარა თვითმფრინავი აფრენიდან მალევე დაეცა მიწაზე და ცეცხლი გაუჩნდა", - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

გამოძიების პირველადი ვერსიით, ძრავა გაფუჭდა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ თვითმფრინავი ახლახან გაიყიდა და, გერმანიაში გადაყვანამდე, სატესტო ფრენას ასრულებდა.

თვითმფრინავი, რომელიც პირველად 1930-იან წლებში წარადგინეს, ახლა ძირითადად ავიაშოუებში გამოიყენება.

დღის ამბები