22 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
სამველ მანუკიანი: 26 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას - "ქართული ოცნების" შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქის სოფლებში გრძელდება

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბარალეთის, იხტილას, მერენიას, დიდი და პატარა სამსარის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები.

"26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას", - განაცხადა სამველ მანუკიანმა.

დღის ამბები