27 ოქტომბერი 2024,   21:23
ვრცლად
ამ დროისთვის ცესკოს მიერ დასათვლელია ერთი საარჩევნო უბნის მონაცემები -  "ქართული ოცნება"  53,92%-ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ დროისთვის 3110 (99.968%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებას" ხმათა 53,92% აქვს (1 118 836 ხმა). დარჩენილია ერთი საარჩევნო უბნის მონაცემები.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს:

"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა" – 11.037% (229 006  ხმა);

"ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა" – 10.164% (210 895 ხმა);

"ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" – 8.814% (182 891 ხმა);

"გახარია საქართველოსთვის" – 7.771% (161 250 ხმა).

დღის ამბები