27 ოქტომბერი 2024,   21:25
ვრცლად
"რატომ აყენებენ ამ მარნეულს, ბოლნისს და დმანისს შეურაცხყოფას არ ვიცი, იქაური ამომრჩევლის არჩეულიაო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაო და სხვაგან თითქოს მათ მოეგოთ" - მამუკა მდინარაძე

"რატომ აყენებენ ამ მარნეულს, ბოლნისს და დმანისს შეურაცხყოფას არ ვიცი, იქაური ამომრჩევლის არჩეულიაო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაო და სხვაგან თითქოს მათ მოეგოთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. 

მამუკა მდინარაძემ თბილისის საარჩევნო უბნებში მიღებული ხმების რაოდენობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, წელს "ქართულმა ოცნებამ", დედაქალაქში, 190 000 ხმით მეტი მიიღო.

"ორი დღის განმავლობაში რაღაც ფეიკ კამპანიას აწარმოებენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ წინა პერიოდისგან, მაგალითად 2020 წლისგან განსხვავებით, ეს ფეიკ კამპანიაც არ გამოდის, ჯერჯერობით ვერ დაასახელეს რაიმე არგუმენტი, რაც შეიძლება შემხებლობაში ყოფილიყო ოდნავ მაინც რეალობასთან. წინა შემთხვევაში რაღაცას იგონებდნენ, მოგონილი ამბავი, [შეიძლება ვიღაცას რომ გადაეწყვიტა ისე მოქცეულიყო, შეიძლება თეორიაში მაინც ყოფილიყო, წარმოსახვაში, უფრო წარმოსადგენი, თუმცა ამ შემთხვევაში რა შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა როგორ გაყალბდა არჩევნები, რასაც ისინი იძახიან, ამასაც კი ვერ იგონებენ.

წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ თითქოს ჩვენ გავაყალბეთ დაახლოებით 300 000-მდე ხმა. მათ ხომ დაწერეს 40%, ისინი იგონებენ ამბავს, რომ 300 000 ხმა გაყალბდა. წარმოუდგენელი ამბავია, ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება.

რატომ აყენებენ ამ მარნეულს, ბოლნისს და დმანისს შეურაცხყოფას არ ვიცი, იქაური ამომრჩევლის არჩეულიაო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაო და სხვაგან თითქოს მათ მოეგოთ.

შემიძლია მაგალითად მოვიყვანო თბილისის მაგალითი, რამდენად გაუმჯობესება გვქონდა ხმებთან მიმართებაში. მთაწმინდაზე მაალითად, ნაცვლად წინა საპარლამენტო არჩევნებში მიღებული 13 000 ხმისა, მივიღეთ 14 500; ვაკეში - 25 000-ის ნაცვლად, 29 000; საბურთალოზე - 31 000 ნაცვლად, 37 000; კრწანისში 8 000-ის ნაცვლად, 11 000; ვამრგვალებ ბუნებრივია ამ ციფებს, ისანში - 23 000-ის ნაცვლად, 28 000; სამგორში 30 000-ის ნაცვლად, 36 000; ჩუღურეთში - 16 000-ის ნაცვლად, 18 000; დიდუბეში - 15 000-ის ნაცვლად, 17 500; ნაძალადევში - 28 500-ის ნაცვლად, 34 000; გლდანში - 28 000-ის ნაცვლად, 35 500 და ა.შ.

საერთო ჯამში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შთამბეჭდავია ციფრები, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, "ქართულმცა ოცნებამ" თავისი საარჩევნო შედეგები გააუმჯობესა 190 000 ხმით დაახლოებით. წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 190 000 ადამიანით მეტმა დაგვიჭირა მხარი. წინა არჩევნებთან შედარებით, თვითმართველობის არჩევნებზე მაქვს საუბარი, 294 000-ით მეტმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი მაშინ, როდესაც იმ რადიკალურ, აგენტურულ პარტიებს, რომლებსაც რაღაზე ჰქონდათ ამბიცია, ჯამში 60 000 ადამიანით ნაკლებმა [დაუჭირა მხარი]. ამას ვერ ეგუებიან, დგანან ახლა და "„ფეისბუკში“ და სხვა სოციალურ ქსელებში ლანძღავენ ამომრჩეველს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები